Foto

ელენე ხოშტარია გადასხმებსა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს ამბობს

პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია გადასხმებსა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებს. 

როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს კლინიკაში გადაიყვანდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე, გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

"გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში, ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში.

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ!"- წერს ხოშტარია. 

ცნობისთვის, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მე-17 დღეა შიმშილობს.