ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება,- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს.
როგორც ჰარცელმა აღნიშნა, საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით.
"მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და მისი უფლებების დაცვის თაობაზე. ეს ასევე ეხება საზოგადოებისთვის ობიექტური სამედიცინო რჩევების საჭიროებას, რათა მოხდეს სწორად შეფასება სიტუაციის და ყურადღება მიექცეს არსებული რეკომენდაციების იმპლემენტაციას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირებას, რაც არის ევროკავშირის ინტერესის საგანი. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ვფიქრობ საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით". - თქვა ჰარცელმა.
ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიმა, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ექიმებმა საკაცით გაიყვანეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press