სენატორებმა ჯინ შაჰინმა, ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ბინ კარდინმა ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილზე წერილი გაავრცელეს და აცხადებენ, რომ ყურადღებით ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აწუხებთ.
ისინი ხაზს უსვამენ სააკაშვილის საქმეზე სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლო პროცესის აუცილებლობას და სხდომაზე სააკაშვილის დასწრების მნიშვნელობაას. სენატორები აღნიშნავენ, რომ სამართლიანი და სწრაფი სასამართლოს უფლება ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია და ეს საქმე გამონაკლისი არ არის.
"ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში ბატონი სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.
ახლა დროა, პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ხალხის სასარგებლოდ გვერდზე გადაიდოს. სიტუაციის ყოველდღიურად დამძიმებასთან ერთად, იზრდება არასწორი გათვლების გაკეთების რისკებიც, რომელიც შეიძლება ბატონი სააკაშვილის სერიოზული ზიანით ან უარესით დასრულდეს. მსგავს ტრაგედიას, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press