Foto

კმაყოფილები ვართ გადმოყვანისა და დაბინავების პროცედურებით - სააკაშვილი გორის ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია

პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მდგომარეობა არის სტაბილურად კრიტიკული, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ისაუბრა. ტრანსპორტირება მოხდა ნორმალურად, მდგომარეობა მძიმეა... ხვალ იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას... პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მკურნალობა უპრობლემოდ არ ჩაივლის. მდგომარეობა არის სტაბილურად კრიტიკული, - ამბობს ნიკა ყიფშიძე.

"კმაყოფილები ვართ გადმოყვანისა და დაბინავების პროცედურებით" - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ისაუბრა.

'გადმოყვანის პროცედურა ნორმალურად შედგა ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სამართლებრივად ამ ყველაფრის დაფიქსირება და კმაყოფილები ვართ იმ პროცედურით რომელიც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ამას გარდა, უკვე ხვალიდან უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით.

ჯერჯერობით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამასთან დაკავშირებით უბრალოდ პირველი სიტუაციაა ასეთი და რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ამგვარი ტიპის ვიზიტების, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე ვამბობ პირველ რიგში. ბუნებრივია, რომ ადვოკატების ვიზიტები შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება გამომდინარე იქიდან რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და ჯანდაცვის სამინისტროა უკვე აქ წამყვანი უწყება და საერთო კომუნიკაციების შედეგად უკვე გავარკვევთ, როგორ და რანაირად, - ამბობს ნიკა გვარამია.