"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმის თქმით, ხოშტარიამ უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.
"დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აღნიშნა ექიმმა.
ცნობისათვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა. ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაშისაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალფროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობდა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press