ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ. თუმცა ის უარყოფს, მიგრანტების საზღვართან მობილიზებასა თუ შეკავებაში მონაწილეობას.
„ჩვენ სლავები ვართ და გული გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შეიძლება ვიღაც დაეხმარა მათ. ამ საკითხით არც კი დავინტერესდებოდი“, - აცხადებს ლუკაშენკო, BBC-სთან ინტერვიუში.
ევროკავშირი, ნატო და აშშ ბელარუსის ლიდერს მიგრანტების პოლონეთის საზღვართან მობილიზებასა და მათთვის ევროკავშირში მარტივად შესვლის ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. ლუკაშენკო ამ ბრალდებას უარყოფს.
„მე ვუთხარი ევროკავშირს, რომ არ ვაპირებ მიგრანტების საზღვართან დაკავებას და ამიერიდან თუ გააგრძელებენ საზღვართან მისვლას, მე მათ კვლავ არ შევაჩერებ, რადგან ისინი ჩემს ქვეყანაში კი არა, თქვენსაში მოდიან.
თუმცა მე ისინი აქ არ დამიპატიჟებია. და გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა რომ ისინი ბელარუსის გავლით გადაადგილდებოდნენ. დასავლეთმა შეწყვიტა ჩვენთან საუბარი და მუშაობა. თუ არ გინდათ კარგი, ამ პრობლემას ჩვენ უთქვენოდ მოვაგვარებთ“, - აცხადებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი.
დასავლეთში ამტკიცებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიგრანტები დასავლეთის საზღვარზე ცრუ დაპირებით ჩაიყვანა. ამ დროისთვის ბელარუსში 5 000-მდე მიგრანტი იმყოფება.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press