დემოკრტიული კვლევის ინსტიტუტი „ალტ ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფძნებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენოტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გაცხადებულ მიზნებს.
როგორც DRI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.
„2021 წლის 20 ნოემბერს, „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის გენერალურ მდივნად გიორგი ქარდავა, თავმჯდომარედ კი - ზურა მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოში შევიდნენ ირაკლი მარტინენკო და ირაკლი მორგოშია. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე (კოკა) მორგოშია. „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას წინ უძღოდა წინასაარჩევნოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც „ალტ-ინფოს“ მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის განხორციელების უფლება მისცა.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. ერთადერთი სანქცია, რომელიც „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო „ალტ-ინფო“ არ დაჯარიმებულა“, - ვკითხულობთ DRI-ის განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press