შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში 600 000 სოიალურად დაუცველი მოქალაქეა და აქედან მინიმუმ 200 000 არის შრომის უნარიანი მოქალაქე, რომლებიც არსებული სოიალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული, სამუშაო ადგილების მოსაძებნად.
პრემიერის თქმით, შექმნილი სამუსაო ჯგუფების შედეგად, მოხდება მათი უამრავ სპეციალობაში გადამზადება, შემუშავდება რამდენიმე კვირიანი პროგრამები, რომლითაც ეს სტატისტიკა შეიცვლება.
„არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა შემაშფოთებელია, ვთქვათ პირდაპირ, რომ ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული ,შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას, რეალურად დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ მას სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება, არ არის მოტივირებული რომ საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს, ეს არის კატასტროფა. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ უნდა გადავდგათ გაბედული, ქმედითი ნაბიჯები.
მე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან, ეკონომიკურ გუნდთან, მაქვს იდეა და ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მანკიერი სისტემა, გასანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს, რომ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმათ ათასობით და ათიათასობით, თითოეულ მუნიციპალიტეტში.
დღეის მდგომარეობით 600 000 სოიალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, აქედან მინიმუმ 200 000 მეტი თუ არა, არის შრომის უნარიანი მოქალაქე, რომლებიც არ არიან არებული სოიალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული, სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად, ის კი არა, უამრავი მაგალითი ვიცით, რო ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს, მაცივარს, მათ ქულები აკლდებათ, ეს არის კატასტროფა, ამტო ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სიტემა, რომ ერთის მხრივ,მინიმუმ ის დახმარება რაც დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ კონკრეტული საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, რაც მათ შეუძლიათ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო ადგილები. 2-3 სამუშაო ადგილზე შეუძლიათ პარალელურად იმუშავონ და მეტი შემოსავალი შეიტანო საკუთარ ოჯახებში.იყიდონ ტელევიზორი, მაცივარი, სახლებიც გაარემონტონ. დიდი სურვილი მაქვს, იანვრიდან დავიწყოთ ეს ახალი პროგამა, რომელიც შეცვლის რეალობას და ჩვენ ახალ შრომსი კულტურას ჩამოვაყალიბებთ, სრომის უნარიან მოქალქეებს გავუჩენთ გაცნას, პერსპექტივას, დასაქმდნენ რეალურ საქმეს. შრომას უნდა მივავიოთ ჩვენი მოქალაქეები. ყველას სურს სამუშაო ადგილის შოვნა, მაგრამ თ სახლემწიფო არ უქმნის პირობებს, ეს არის დამაბრკოლებელი ბარიერი.
პროფესიულ სასწავლებლებს, მოხდება უამრავ სპეციალობაში მათი გადამზადება, რამდენიმე კვირიანი პროგრამები შეიძლება შევიუშავოთ და რეალურად შევვლით ამ გაყინულ, სტატიკურ მდგომარეობას."- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press