საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შვილის მოსანახულებლად მივიდა.
როგორც გიული ალასანია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს.
„არაფერი არ ვიცი, გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ შევიდე. ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჩემ ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აცხადებს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press