Foto

„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომლის მიხედვით სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობა იკრძალება

„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომელიც ავღანეთის ტელევიზიებს მოუწოდებს, არ გაუშვან ეთერში ის სერიალები ან დრამები, რომლებშიც ქალი მსახიობები მონაწილეობენ. -  ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქალ ჟურნალისტებსა და სატელევიზიო წამყვანებს ეთერის დროს ჰიჯაბის ტარება მოეთხოვებათ.

გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი კომედიური და გასართობი გადაცემების ჩვენება, რომელიც ავღანელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.

ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, „თალიბანის“ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან გამოცემული წესების უმეტესობა არაპრაქტიკულია და სატელევიზიო კომპანიები დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან.