Foto

გიული ალასანიამ სააკაშვილი მოინახულა - ოთახი პატარაა, ალბათ ამ კლინიკაში მეტი შესაძლებლობა არ არის

გიული ალასანიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

როგორც ექსპრეზიდენტის დედამ განაცხადა, ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, კმაყოფილი ვერ იქნება. მისივე თქმით, პალატაში, სარკმელის გაღების უფლება მისცეს, თუმცა სარკმელი გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია.

"ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. პალატაში წევს, ყველაფერი უკეთდება, ოტახი პატარაა, მაგრამ ალბათ ამ კლინიკაში მეტი შესაძლებლობა არ არის. სარკმელი გაღებულია ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე, ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის. ჩვენ როგორც საზოგადოება რას ვფიქრობთ ამაზე? ნორმალურია ეს ყველაფერი? მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკებდი. ექიმები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე." - განაცხადა სააკაშილის დედამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა, 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.