„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში არ უშვებენ, მან გამოძებნა ალტერნატიული გზა და ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უშვებს.
გოცირიძის თქმით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკისთვის გახდა პერსონა ნონ გრატა.
„ღარიბაშვილს არ უშვებენ და მან გამოძებნა შემოსავლელი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზა და აგზავნის ქალბატონ სალომეს და ამით ასე ვთქვათ უნდა იმართლოს თავი და ის, რომ ფაქტობრივად ის არის ივანიშვილის მარიონეტი და რეალურად არ აქვს მას ქვეყანაში კონსტიტუციური ფუნქციის აღსრულების თავი და მისი ბოლო განცხადებები, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ მას აქვს სიკვდილის უფლება და ა.შ. ბევრი სისულელე, დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ის ამერიკისთვის გახდა პერსონა ნონ გრატა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press