Foto

ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაა

ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩართვა იყო, ამიტომაც ახლა მთავარი საკითხი მისი განთვისუფლებაა.

"მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას,  კვლევებს. ის სერვისი რაც აქ არსებობს იმის ხარჯზე. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა ეს არ არის ის გზა, რისთვისაც მისი მცდელობა ქვეყანაში შემოსვლისას იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან და აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობა როდესაც ის კრიტიკულ ვითარებაში იყო, მე მესმის კარგად, რომ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ეხლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა იმ გეგმებთან, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხება. მე ვიცი კარგად მიზანი ამ ადამიანის ქვეყანაში შემოსვლის რა იყო, რა რჩება და რა იქნება. ამიტომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციის პროცესი თავისთავად ეს არის მიმდინარე პროცესი, მაგრამ მთავარი მიზანი ადამიანის ქვეყანაში შემოსვლის ეს არის პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩართვა"- განაცხადა ხერხეულიძე.