აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის პრესმდივანზე, ჯენ ფსაკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დიახ, აპირებს. ეს მისი განზრახვაა,“- განაცხადა პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საუბარში.
სააგენტო წერს, რომ 79 წლის ჯო ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია, რის გამოც, ვარაუდობენ, რომ მან შესაძლოა ოთხწლიანი ვადით აღარ იყაროს კენჭი.
ამასთანავე, დემოკრატიული პარტიის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე თვის დასაწყისში ვირჯინიის შტატში არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებისა და ნიუ ჯერსიში დემოკრატების მცირე უპირატესობის გამო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press