პარტია „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამმ, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალს“-ში მკურნალობს, საკვების მიღება დაიწყო.
როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, დინამიკა იმდენად კარგია, რომ შესაძლოა მალე გამოწერონ საავადმყოფოდან.
„სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, „ბასეინში“ წყალიც ჩამისხეს“. დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…
დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“,- წერს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვვიტა, რაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press