ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას,- ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვადაგადასულ საკრებულოს ყოველგვარი კანონიერების გარეშე მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.
როგორც ენმ-ს წევრმა და ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, "ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო.
"ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო, ოღონდ ამასთან ერთად, მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი: ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის და სამართლიანობის გარეშე მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეტი.
ზეგ ჩატარდება ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც მიიღებს 2022 წლის ბიუჯეტს და წავა სახლში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას", - განაცხადა გიორგი კირთაძე.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავენ, 25 ნოემბერს ჩაინიშნა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press