ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება, - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ვარდების რევოლუციიდან მე-18 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და განვითარების გზას ისევ დაადგება.
„2003 წლის გიორგობა დღეს საქართველომ ძალა მოიკრიბა და საკუთარი ბედის უკუღმა მოტრიალე ბორბალს, წაღმა დააწყებინა ტრიალი
ქვეყანა დაადგა განვითარების გზას!
შესაძლებელი გახდა:
საქართველო კორუფციის გარეშე;
უმაღლესი განათლება ჩაწყობის გარეშე;
განათებული ქვეყანა vs გრაფიკი;
გაზრდილი პენსია გაყინულის ნაცვლად;
პატრული გაის ნაცვლად;
დასავლეთი რუსეთის ნაცვლად;
გაწვრთნილი ჯარი მშიერის ნაცვლად;
წესრიგი კრიმინალის ნაცვლად;
რეფორმები უძრაობის ნაცვლად;
აღმშენებლობა აჭარაში ასლანის ნაცვლად;
პერსპექტივა უიმედობის ნაცვლად!
კიდევ ბევრი რამ!
ისტორიას ვერავინ გააყალბებს. ამ ცვლილებების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეშია, ეს ასე დიდ ხანს არ დარჩება!
საქართველო ისევ მოიკრებს ძალას და წავა წინ,ამისი ბოლომდე მჯერა!“- წერს მელია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press