მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ. - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.
ამასთან, მიატოვიჩი სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ გაწეულ ძალისხმევას მიესალმება.
"მიუღებელია საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ მისი და მისი აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მის შიმშილობას ეხება.
მივესალმები სახალხო დამცველისა და მისი აპარატის გაწეულ ძალისხმევას, დაიცვან ყველა ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულებას აღასრულებს.
ვენეციის პრინციპების თანახმად, წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან ეფექტურად დაიცვან თავიანთი ომბუდსმენის ინსტიტუტები ნებისმიერი საფრთხისა და ქმედებებისგან, რომელიც მიზნად ისახავს ან გამოიწვევს რაიმე დაბრკოლებას მათ ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ იმუშაონ ისეთ კლიმატში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია, რათა გამოიყენონ თავიანთი მანდატი დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ, მინისტრთა კომიტეტის (2021) კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press