ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების,- "ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანა დანაშაულებრივ რეჟიმამდე მივიდა.
"ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული განვითარების და რა თქმა უნდა ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, საბოლოოდ, შედეგობრივად მივიღეთ ჩვენ დანაშაულებრივი რეჟიმი, ვარდების რევოლუციიდან და ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და ამ საწყისი ნაბიჯებიდან შედეგად მივედით დანაშაულებრივ რეჟიმამდე", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.
„ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ მისცა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press