მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მოქმედებს, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი კვლავ დაბალია.
როგორც გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირბადე რომ მოსახლეობის 90%-მა, 95%-მა ატაროს, იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ.
"მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მოქმედებს.უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს პირბადე უმარტივესი რაც არის, როგორმე ყველამ ვატაროთ. ხო ციფრებს გეუბნებით, ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და პირბადე დღეს ყველამ ვატაროთ, ანუ 90%-მა, 95%-მა მოსახლეობის, ჩვენ იანვრამდე დავზოგავთ კიდე, დაახლოებით, 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, მარტო ამით. ხომ შეიძლება ეს შევიგნოთ და გავითავისოთ. მარტო ის, რომ დაგაჯარიმო და დაგიჭირო, არ მუშაობს", - განაცხადა გამყრელიძემ.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press