სპეციალური პენიტენციური სამსახური ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიცრუეა, თითქოს ქალთა დაწესებულების პატიმრები ნარკოტიკების რეალიზებას ახდენენ და პროცესში ადმინისტრაციაც მონაწილეობს
"სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, თითქოს მე-5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრები ნარკოტიკული მედიკამენტის (სუბოტექსის) რეალიზებას ახდენენ და პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციაც მონაწილეობს. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანს წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზება, მათი საქმიანობის დისკრედიტაცია და საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტი თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობაა. შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური არასოდეს ყოფილა და არც მომავალში იქნება იმ პროცესის ხელშემწყობი, რომელიც მსჯავრდებულებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებაში შეუშლის ხელს. პირიქით, ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები ცალსახად მიუთითებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიზანი ბრალდებულების/მსჯავრდებულების მაქსიმალური ხელშეწყობა და მათი დახმარებაა. ამას ადასტურებს თუნდაც მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედი და განხორციელებული არაერთი პროგრამა, სახელოვნებო, თუ პროფესიული კურსები, სადაც მსჯავრდებულები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას, რაც შემდგომ მათი შემოსავლის წყარო ხდება.
საზოგადოების ინფორმირებულობისთვის, განვმარტავთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პენიტენციურ სისტემაში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის 2020 წლის 26 თებერვლიდან არაერთი პროაქტიული ღონისძიება გაატარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელშეწყობით.
საყურადღებოა, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში და ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული ღებულობს შესაბამის სამედიცინო მომსახურებას. ამიტომ საუბარი, თითქოს, მე-5 დაწესებულების მსჯავრდებულებს მედპერსონალის მხრიდან შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, არის მორიგი ტყუილი.
რაც შეეხება პატიმრების არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, განვმარტავთ, რომ ესეც მორიგი სიცრუეა, რადგან სწორედ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ნუტრიციოლოგებმა შეიმუშავეს ახალი სტანდარტის, სეზონური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მენიუ (არასრულწლოვნების, ორსული და მეძუძური ქალების, დაავადებების მიხედვით სტაციონარში მყოფი და ნაოპერაციები პირების და ა.შ). მათვე განსაზღვრეს კალორაჟის ახალი დღიური ნორმა (2300-3700 კკალ). შესაბამისად, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების კვება ახალი, ჯანმრთელობის პრიორიტეტზე მორგებული მენიუების შესაბამისად ხორციელდება. ამიტომ საუბარი პატიმრების არასათანადო კვების შესახებ არის მხოლოდ პენიტენიცური სამსახურის მიმართ მორიგი სიცრუის კამპანიის გაგრძელება." - ნათქვამია განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press