„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა; დასაქმების კუთხით უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, შეიქმნა დასაქმების სააგენტო, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, მოხდა მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების ანალიზი, გვაქვს უფრო საიმედო მონაცემთა ბაზები, რაც გაანალიზებულია დეტალურად, მუნიციპალიტეტების ჭრილში. ეს ყველაფერი არის წინაპირობა, რომ ჩვენ მოვემზადოთ უფრო თამამი, უფრო პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის. ზუსტად ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ დღეს და არა გუშინ. ყველაფერს სჭირდებოდა მომზადება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი, ის ვინც სოციალური ბენეფიტის მიმღებია, თავს არიდებს ლეგალურად შრომას, ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ თვლის, ეს შეიძლება იყოს დროებითი დასაქმება ან დაბალანაზღაურებადი სამუშაო.
„ყველაზე დაბალი ანაზღაურებაც კი, სოციალურ დახმარებაზე მეტია, მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ სოციალური დახმარება სტაბილური და დიდი ხნის შემოსავალია; ურჩევნიათ ამ სტატუსის შენარჩუნება, ვიდრე სამუშაოზე დათანხმება. ამის გაუმჯობესების მცდელობა იყო, გვაქვს ახალ პოლიტიკაშიც. ასე რომ, ეს იყო სამთავრობო გუნდში განხილვის საგანი წლების განმავლობაში. რაღაც გაუმჯობესებები გვქონდა, მაგალითად, დასაქმებულებს სოციალური დახმარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უჩერდებოდა, რომ წაგვეხალისებინა დასაქმება სოციალური დახმარებების მიმღებთათვის, ის რისკები, რომ სოციალურ დახმარებას დაკარგავდნენ - შეგვემცირებინა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და ის ინიციატივა, რაც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს უფრო მეტად გაუმჯობესებულ ხედვას”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press