Foto

კარლ ჰარცელი - მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლი განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანით ამბავი არ დასრულებულა. 

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირადად დაესწროს სასამართლო სხდომებს. 

"ეს არის ფუნდამენტური საკითხი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამბავი დასრულებულია. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციაზე დაკვირვებას მისი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მისი პირადი ინფორმაციისა და ღირსების უფლებების დაცვის კუთხით, ასევე დაკვირვებას სამართლებრივ პროცესზე. მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლო სხდომებზე, რადგან ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. იმედი მაქვს, რომ მოვლენების განვითარების არსებული იმპულსი იქნება შესაძლებლობა ყველა მხარისთვის იფიქრონ, რომ შეინარჩუნონ ეს იმპულსი და საქმე წინ წაწიონ", - ამბობს ჰარცელი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების საქმეებზე სამი სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს არც ერთზე დასწრების უფლება არ მისცა.