საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ბექა ბასილაია აცხადებს, რომ თუ დეპუტატებს ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების უფლებას არ მისცემენ, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის პროცესს შეწყვეტს.
ბექა ბასილაიას თქმით, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა.
"ბოლო დღეების განმავლობაში არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი, მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი. დეპუტატებს სრული უფლება აქვთ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს.
მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება და ამას არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც მანამდე იღებდა ექიმის დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა", - აცხადებს ბასილაია.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press