ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, სადაც სხდომების პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, პოლიციამ 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
"საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარეობს ორგანიზებული საპროტესტო აქციები.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი."- წერია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის,ზუგდიდისისა და ბათუმის საკრებულოს შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press