Foto

ნიკა მელია - ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია, ძალიან ახლოს არის მარცხთან

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან- ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში მიმდინარე მოვლენებს. 

როგორც მელიამ აღნიშნა, მოქმედი მთავრობის მხრიდან ყველაფერი უნდახავს, თუმცა გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი მოულოდნელი იყო. 

თბილისის ყოფილი მერი თვლის, რომ ხელისუფლება სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია. 

“რა არ უნახავს ამ სახელმწიფოს, მაგრამ გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ნამდვილად არ გვინახავს. გადარჩეული, ანუ არარსებული საკრებულო ამტკიცებს მთავარ დოკუმენტს, თვითმმართველობის წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ სადღაც მათი შეხედულებებისამებრს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ და ამაზე მოარგეს ბიუჯეტი ან, ბათუმელების საჭიროებებს მოარგეს, არა, ასე ნურავინ ნუ გაიგებს. ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. უბრალოდ არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს.

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან. მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში ან ნახევარ საათში, 20 წუთში უნდა, რომ რეჟიმი დაეცეს. დიახ, მეც ძალიან მინდა, რომ 5 წუთში დაეცეს, მაგრამ რასაც ვაკვირდები და ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სახელმწიფოს განვითარება დავიწყოთ ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ. ამ სისხლს ჩვენ არ ვღვრით, სამაგიეროდ, რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“,-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდისისა და ბათუმის საკრებულოს შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა.