საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების თხოვნას ითვალისწინებს და ორშაბათამდე მკურნალობის კურსი არ შეწყვეტს.
როგორც სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე განმარტავს, გადაწყვეტილება მიღებულია, იმისთვის რომ სასამართლო პროცესზე სახელმწიოფო მიხეილ სააკაშვილისგან არ დაიმალოს.
"ჩვენ დღეს მესამე პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომ ეს ულტიმატუმი დროებით შეეჩერებინა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ორშაბათს არის პროცესი, სადაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიყვანას გეგმავს სახელმწიფო. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს და პოლიტიკურ მართლმსაჯულებას კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი მივცეთ, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილისგან დაიმალონ, მიხეილ სააკაშვილს დაუმალონ საქართველოს სასამართლო.
ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა ჩვენ თხოვნას, შესაბამისად ის არ შეწყვეტს მკურნალობას ორშაბათამდე, როგორც მინიმუმ, ორშაბათს უკვე ვნახვთ რა მოხდება", - თქვა ადვოკატმა
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press