საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პარალელურად ოპოზიციის პროტესტს ეხმაურება.
როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას.
ამასთანავე, ოხანაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობას“ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემა.
"ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკრებულოებში, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, სავსებით ლეგიტიმურად, სრული უფლება აქვთ საკრებულოებს, განახორციელონ ის საქმიანობა, რომელიც მათ კანონით აქვთ მინიჭებული, იქამდე, ვიდრე ახალი საკრებულო განახორციელებს თავის საქმიანობას.
პოლიტიკურად, "ნაციონალურ მოძრაობას", როდესაც სურთ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს საბოტაჟი გამოუცხადონ, მათ ამ საბოტაჟის საშუალება არ მიეცემათ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press