თითოეულ მუნიციპალიტეტს სჭირდება ბიუჯეტი იმისთვის, რომ მერებმა შეძლონ ხალხის საჭიროებებზე მუშაობა, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას განვითარებულ მოვლენებს.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, დაკარგოს ერთი წამიც კი.
„ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგება მხოლოდ 3 დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, დაკარგოს ერთი წამიც კი, ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები იმისთვის, რომ მერიებმა შეძლონ ხალხის საჭიროებებისთვის იმუშავონ 24 საათის განავლობაში“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წელს მოწვეულმა საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მათ საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press