Foto

ჯანმო–მ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ შტამს „შემაშფოთებელი“ უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „ომიკრონი“ შეარქვა. 

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კოვიდ19–ის ახალი ვარიანტი „შემაშფოთებელია“.

ამასთანავე, უწყებაში აღნიშნეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესასწავლად მათ გარკვეული დრო სჭირდებათ, თუმცა მათივე თქმით, ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ სამხრეთ აფრიკული შტამის გავრცელების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, რის გამოც, სამხრეთ აფრიკის რეგიონების ქვეყნებთან ავიამომსვლის გადაწყვეტილება მიიღო აშშ–მ, დიდმა ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.