ნატო–სა და ეუთო–ს მინისტერიალზე, რომელიც მომდევნო კვირაშია დაგეგმილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მდივანი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და ბელარუსში არსებული კრიზისის შესახებ საუბარს გეგმავს.
ამასთანავე, მდივნის თანაშემწე აცხადებს, რომ 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით რიგაში დაგეგმილ ნატო-ს მინისტერიალზე და 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ნატო–ს წევრების გადასაწყვეტი იქნება, რა სახის ნაბიჯებს გადადგამს ალიანსი რუსეთთან მიმართებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press