„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 5 ივლისს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა „მედიაჩეკერთან“ ინტერვიუში განაცხადა, ჟურნალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის უსაფრთხო გარემო, შესაძლოა, პროპაგანდის ნაწილი იყვნენ.
„უნდა ვთქვათ, ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არისო, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, ხომ არ არის ეს ჟურნალისტი პროპაგანდის ნაწილი? შეიძლება, იმის თქმაც, უსაფრთხო გარემო არის თუ არა, პროპაგანდის ნაწილია. ახლა დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას, შეძლო თუ ვერა სახელმწიფომ ჟურნალისტების დაცვა 5 ივლისს? ფაქტია, რომ ვერ შეძლო. იმიტომ, რომ გვყავს დაშავებულები", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის, „შეძლო თუ არა 5 ივლისს ხელისუფლებამ, რომ სათანადოდ დაეცვა ჟურნალისტები?", საპასუხოდ.
დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსუ...
უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გრანტე...
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
Mana press