Foto

„ნაცმოძრაობა“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის პროცესის დროს, სასამართლოსთან შეიკრიბონ

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, 29 ნოემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

„მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და ადამიანებს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე შესტკივათ გული, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხიელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული ექს–პრეზიდენტი სასამართლო პროცესს.