თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.
ადგილზე ცოტა ხნის წინ შევიდა პენიტენციური სამსახურის მანქანა, სპეციალური ესკორტით.
საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული. შენობასთან მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
ამ ეტაპზე სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მოქალაქეებს უშვებენ.
სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press