ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.
ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში 2 დღის წინ გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა და მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
ცნობისთვის, ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ...
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
Mana press