„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები, დღეს, 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
„მოვუწოდებთ მხარდამჭერებს და ადამიანებს, ვისაც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და უსამართლობაზე შესტკივათ გული, მოვიდნენ და დააფიქსირონ მძლავრი პროტესტი უკანონობის წინააღმდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ხორციელდება“, – მოუწოდეს მხარდამჭერებს პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 29 ნოემბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული ექს–პრეზიდენტი სასამართლო პროცესს, თუმცა ცოტა ხნის წინ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან პენიტენციური სამსახურის მანქანა და ესკორტი გავიდა.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press