ტყიბულში, ქვანახშირის შახტში მიწის ქვეშ მოყოლილი 65 წლის ვიტალი ტურძელაძე გარდაიცვალა.
ის ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი მდგომაროება ძალიან მძიმე იყო.
ცნობისთვის, შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ქვანახშირის კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც შახტში 2 მოქალაქე იმყოფებოდა. მასის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი ოპოვეს. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press