"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე, აცხადებს რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უპრეცედენტოა.
მისი თქმით, საზოგადოება სააკაშვილის მიმართვას ელოდება.
"ეს არის უპრეცენდენტო სასამართლო პროცესი, სადაც გამჭვირვალობა უნდა იყო ძალიან მაღალი და, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, სხვა მედიასაშიალებებს ალბათ არ მოგეცემათ საშუალება დაესწროთ და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაესწრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნია ყველა ჟურნალისტი იყოს ყველა ტელეკომპანიის კომპანიის წარმომაგენელი. საზოგადოება ელოდება ამ სასამართლო პროცესს და მიხეილ სააკაშვილის მიმართვას მოსახელობისადმი.
გულწრფელად გითხრათ, ამ სასამართლოდან არ მაქვს არანაირი მოლოდინი, მაგრამ აუცლებელია რომ მიხელი სააკაშვილის სიტყვა და მისი მიმართვა, წარდგენა, რომელსაც ის გააკეთებს აუცილებელია იყოს გამჭვირვალე." - განაცხადა ენმ-ს წევრმა.
ხატია დეკანოიძე, ამბობს რომ დეპუტატის მანდატით სურს დაესწროს პროცესს, თუმცა სააკაშვილის თანამებროძლებს არ ეძლევათ დასწრების საშუალება.
"მე ვფიქრობე ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორებისა და სტრასბრუგის სასამართლოს მხირდან საქართველოს სახელმწიფოზე, რომ ის დაესწრება დღევანდელ პროცესს. როდესაც ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი კარგად ეტყობათ რამდენად ჩვეულებრივი პატიმარია. " - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press