ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
აშშ-ს ელჩის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან და არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას დაესწროს საკუთარ სასამართლო მოსმენას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შეძლებოდა სურვილისამებრ დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი. ამგვარად, მე მოხარული ვარ, რომ მას შეუძლია წასვლა სასამართლოზე, მე ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ, რომ ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში, " - თქვა კელი დეგნანმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press