თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი.
სხდომაზე მედიასაშუალებებიდან მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს, თუმცა სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლირების განხორციელება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა საქართველოს ჰიმნი ჩართეს, რასთან დაკავშირებითაც მათ მოსამართლეთა კოლეგიამ შენიშვნა მისცა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press