თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერები არიან შეკრებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქტივისტებს აკავებენ.
როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტები აცხადებენ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შსს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. უწყების თქმით, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება."- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე გაიმართება.
სხდომის პარალელურად, სასამართლო ეზოში მხარდამჭერები არიან შეკრებილნი და აქციას მართავენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press