საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო სხდომაზე სიტყვით წარსდგა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლა საქართველოს მოსახლეობისთვის მიმართვით დაიწყო და განმარტა, რატომ მიიღო უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება. როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, უყვარს უკრაინა, სადაც 17 წელი გაატარა, მაგრამ გიჟივით უყვარს საქართველო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ტყვედ აყვანის“ მომენტამდე მას ჰქონდა მოსახლეობასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და ნახა, რომ ქართველი ხალხი არის ძალიან უბედური.
"მინდა პირველ რიგში მივესალმო გარეთ მდგომ ადამიანებს და საზოგადეობას და დაგისვათ კითხვა:
მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ - არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნის სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და „დრაივი“ განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარული და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ.
მე მინდა დავიწყო იმით, თუ რატომ ვარ ამ დარბაზში და რატო ვარ საქართველოში. თქვენ იცით მე ვარ ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანში იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვე იკრიბება, უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, გენერალური პროკურორი, რომელიც დაკავებულია იმით, რომ უკრინის პარლამენტისთვის მნიშვნელოვან რეფომრებს იღებს და ჩემი ჩაწვეთებით ბევრი მნიშვნელოვანი კანონი მიიღო რადამ. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია და იფსოსის გამოკითხვით ვიყავით პირველ ადგილზე, ხალხს როცა ეკითხებოდნენ პრემირ მინისტრობის სასურველ კანდიდანტზე.
არის ყველაფერზე მეტი ის, რაც მე მამოძრავებს და მიზეზი რატომაც ვარ აქ, არის რო მართლა მიყვარს უკრაინა, სადაც 17 წელი გავატარე, მაგრამ გიჟივით მიყვარს საქართველოში."- განაცხადა სააკაშვილმა.
სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ექსპრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება მისცეს.
სხდომის პარალელურად, სასამართლო ეზოში მხარდამჭერები არიან შეკრებილნი და აქციას მართავენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press