რიგაში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე მიწვეული არიან საქართველო და უკრაინა.
როგორც, ნატოს გენერალური მდივანმა იანს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინა კონფერენციაზე თქვა, მომავალ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის მხრიდან უკრაინის ირგვლივ მზარდ სამხედრო ძალების მობილიზებას განიხილავენ.
ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე NATO-ს-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ და უკრაინელ პარტნიორებთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეფორმების საკითხზე იმსჯელებენ.
"ჩვენ ასევე განვიხილავთ რეგიონში სიტუაციას საქართველოსა და უკრაინასთან. ისინი არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც მიისწრაფვიან წევრობისკენ. ნატო მათ მხარს უჭერს როგორც პოლიტიკურად, ისე პრაქტიკულად", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press