Foto

არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას არანაირი სინანული არ იგრძნობოდა.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ადამიანის წამებასა და დაღუპვას დანაშაულად არ აღიქვამს,

 „გამოჩნდა თუ რა პოლიტიკური მიზნები აქვს სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს. მისი ნებისმიერი გადაადგილება მათთვის არის პროვოკაციის შესაძლებლობა და ამისთვის სჭირდებოდათ სასამართლოზე მისვლაც, თორემ ვნახეთ, რომ სასამართლოზევე თქვა, რომ აღარც დაესწრება.

სააკაშვილმა თქვა, რომ როდესაც ტყეს ჭრიან, ნაფოტებიც ცვივაო.  ანუ მ,ე ვაშენებდი სახელმწიფოსო და იქ თუ ვინმე დაიღუპა და თუ ვინმე აწამეს, და უფლებები დაირღვა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც მოხდა და ამას დანაშაულად არ ვაღიარებ, გადაცდომები იყოო, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად შეიძლება ამას გადაცდომა ეწოდოს.

არავითარი სინანული არ იყო მის გამოსვლაში და არც ველოდით რომ რაიმე სინანული იქნებოდა.“- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის სამქეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად ექსპრეზიდენტიც ესწრებოდა.