ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ ვარიანტი არის შეშფოთების, თუმცა არა პანიკის მიზეზი.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, ადრე თუ გვიან აშშ-ში გამოვლინდება კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი.
„ადრე თუ გვიან ჩვენ ვიხილავთ ახალი ვარიანტის შემთხვევებს აქ, შეერთებულ შტატებში. გთხოვთ, ატარეთ პირბადეები, როდესაც დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ადგილებში სხვა ადამინების მახლობლად იმყოფებით“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ე.წ ლოქდაუნის საჭიროება არ დგას, იმ შემთხვევაში თუ, ხალხი აიცრება და ატარებენ პირბადეებს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press