2020/2021 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 7 050 მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 42.8 პროცენტი გოგოა, ხოლო 57.2 პროცენტი - ბიჭი. მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლებლის მიხედვით, 2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 308 სკოლა იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 222 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 1 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.2%) იმერეთში ფიქსირდება.
2021/2022 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 624.5 ათასი მოსწავლე სწავლობს, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 90.4 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 9.6 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.0 პროცენტი გოგოა, ხოლო 52.0 პროცენტი - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.1%) თბილისში სწავლობს.
2021 წელს საშუალო სკოლა დაასრულა 38 734 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.3 პროცენტით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 47 617 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია, ხოლო საბაზო განათლება - 44 832 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.9 პროცენტით ჩამორჩება.
ხოლო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 62 981 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.2 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.8 პროცენტია.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press