ორ დღიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალი უსაფუძვლოა, რადგან მათ აქვთ უწყვეტი ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ უგულავას კანონდარღვევა არ ჩაუდენია.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში დაიჭირეს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გოგა მემანიშვილმა განაცხადა, გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ის ორი დღის განმავლობაში მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში იყო მოთავსებული.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press