უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე ომი ვერ შეჩერდება. ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინის პარლამენტში განაცხადა.
„სიმართლე უნდა ვთქვათ. რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ და ახლა ეს ყველამ გააცნობიერა. ყველა გარე პარტნიორი და ზოგიერთი შიგნით ამას არ აღიარებს. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ვიცით, რომ ძლიერი არმია გვყავს და არ გვეშინია ახლა ერთმანეთისთვის სიმართლის თქმის. თუ ჩვენ გვინდა დონბასის დაბრუნება, მაშინ მოდით ეს გავაკეთოთ და თუ გვინდა, უბრალოდ ვიაროთ და ვისაუბროთ ამაზე, მაშინ არაფერი გავაკეთოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, რუსეთის ჩართულობით, 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და მასში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვიც მონაწილეობს
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press