გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი განწყობილია, რომ ხვალინდელ სასამართლოს დაესწროს და ამისთვის ემზადება კიდეც. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ძირითადად ზის:
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა ემზადება, რათა ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს. ამის შესახებ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო და საზოგადოებაში შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს.
"დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს ასეა. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, ვრცელი გამოსვლა ჰქონდა, გაძლო და ფეხზე იდგა, იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა იყო საინტერესო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. ვფიქრობ, რომ გამოსვლის შემდგ დეტალების მოსმენის შემდგ, რაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი შეკითხვები აღარ უნდა დარჩეს. განწყობილია, რომ იყოს პროცესზე,"- განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, ხვალ, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე გაიმართება. ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი მისივე სასამართლოს.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press