Foto

მიხეილ სააკაშვილი: მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ ხვალ, ე.წ პიჯაკების საქმის პროცესზე, ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტი დაუშვან. 

როგორც ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მას სურს მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახონ "ისტორიულად სამარცხვინო პროცესი".

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება."- წერს სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ხვალ, 2 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ე.წ პიჯაკების საქმეზე გაიმართება. ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი მისივე სასამართლოს.